ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა

პროექტის აღწერა

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება ეფექტურად ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს და ტრეფიკინგს, ასევე, გააძლიეროს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობამ რამდენიმე რეფორმა გაატარა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ეთმობა.

პროექტი ხელს უწყობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას, რისთვისაც აძლიერებს ისეთი ორგანოების შესაძლებლობებს, რომლებიც ჩართულები არაინ ადამიანების ტრეფიკინგის, კიბერდანაშაულის, ნარკო-დანაშაულის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში. პროექტი ასევე ხელს უწყობს ევროპოლთან (EUROPOL) და ევროპის პოლიციის კოლეჯთან (CEPOL) კავშირების გაღრმავებას, რაც ასევე ასოცირების ხელშეკრულებითაა მოთხოვნილი.

პროექტი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე პასუხისმგებელ შესაბამის დანაყოფებთან. იგი ასევე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და აძლიერებს მათ მდგრადობას.

კონკრეტული ამოცანა

ხელი შეუწყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, გააღრმავოს საერთაშორისო, მათ შორის ტრანსსასაზღვრო, სამართლებრივი თანამშრომლობა რისკის ანალიზისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საფუძველზე.

მოსალოდნელი შედეგები

– ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინსტიტუციონალური გაძლიერება.
– ორგანიზებული (მათ შორის ტრანს-სასაზღვრო) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობების განვითარება
– ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობისა და სპეციალური საგამოძიებო ტექნიკების გამოყენების გზით, ადამიანების უფლებების დაცვის გათვალისწინებით.
– შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება.
– გაუმჯობესებულია ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის (სამართლებრივი) მექანიზმები, განსაკუთრებული აქცენტით გენედერულად სენსიტიურ მიდგომებზე.
– საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და კონტაქტების გაღრმავება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ევროპოლთან და მესამე ქვეყნების შესაბამის უწყებებთან.
– დანაშაულის პრევენციის გაძლიერება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის გზით ადამიანის უფლებების დაცვის კომპონენტის გაძლიერებით.
– ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლება გენდერული მიდგომების გათვალისწინებით.
– შს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე სამართალდამცავების მომზადების გზით.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Hulla & Co Human Dynamics KG

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ინსტიტუტების გაძლიერება, სათანადო მმართველობა და უსაფრთხოება

  • რეგიონები: მთელი საქართველო

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2018-07-20

  • დასრულების თარიღი:
    2021-01-19

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Hulla & Co Human Dynamics KG
  • ბიუჯეტი:
    €1 987 250
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    398-323

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021