მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)

პროექტის აღწერა

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და გამიზნულია მდგრადი სამთო ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის განსავითარებლად. პროექტის ფარგლებში ხორციელდება მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობების განვითარება ადგილობრივ მთავრობასთან და კერძო სექტორთან მჭირდო თანამშრომლობით სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში და იმერეთის რეგიონებში.
პროექტი ფასილიტაციას უკეთებს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და ახალი საშემოსავლო წყაროების გენერირებას ზემოაღნიშნულ მდგრად სამთო ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორებში.
მდგრადი სამთო ტურიზმის მიმართულებით, პროექტი:
– ხელს უწყობს სტრატეგიული პოლიტიკის და დოკუმენტების შემუშავებას, როგორიც არის ეროვნული მდგრადი სამთო ტურიზმის სტრატეგია, ეროვნული სტანდარტები და კონტროლის მექანიზმები;
– ორი რეგიონის: სვანეთის და რაჭის ბრენდის შექმნა და არსებული კონცეფციის მიხედვით რეგიონალური პროდუქტების და სერვისების განვითარება;
– ახალი საბაზრო შესაძლებლობების აღმოჩენა და განვითარება;
– საგრანტო დახმარება ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისთვის.

ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პროექტი:
– კოორდინაციას უწევს, შეფასების პროცესის მსვლელობას თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმებლობა ევროკავშირის მოთხოვნებს და რეგულაციებს და მიღებული შედეგების მიხედვით შემუშავდეს რეკომენდაციები;
– ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან (თვითმართველობა, კერძო სეწტორი, მწარმოებლები) თანამშრომლობით ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის რეგულაციების შესახებ აღნიშნულ სექტორში და კონკურენტული შესაძლებლობების განვითარება;
– დახმარებას უწევს ორგანული პროდუქტების სერტიფიცირების პროცესს;
– საგრანტო / აღჭურვილობით დახმარება ადგილობრივი განვითარების ინიციატივებს ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში.

კონკრეტული ამოცანა

ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკისთვის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

მოსალოდნელი შედეგები

– სამთო ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის სამართლებრივი და სტრატეგიული ჩარჩოს შემუშავება მდგრადი და ინკლუზიური განვითარების უზრუნველსაყოფად;
– ორივე სექტორში დასაქმებისა და შემოსავლების ზრდა ახალი და უკეთესი პროდუქტისა და მომსახურების შექმნით და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებთან უკეთესი კავშირების დამყარების მეშვეობით (შემოსავლების ზრდა მინიმუმ 20%-ით) ;
– მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროში აქტიურად ჩართული ადამიანების და ინსტიტუტების პოტენციალის განვითარებისთვის გამიზნული ღონისძიებების ხელმისაწვდომობა და განათლების მართვის სისტემის შემუშავება, რაც უზრუნველყოფს საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ერთობლივი სწავლის შესაძლებლობას.
– 400 მცირე საწარმოსა და სამთო ტურიზმის სფეროში მოქმედი მწარმოებელის, 300 სასტუმრო სერვისის მიმწოდებელის, 300 სერვისის მიმწოდებელის, 230 ფერმერის, ასევე ორი სერტიფიცირების ორგანოსა და 76 ადგილობრივი მაცხოვრებელის და ინსპექტორის მხარდაჭერა

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Austrian Development Agency

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021