მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში

MoU with GCCI

პროექტის აღწერა

პროექტის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეების შესაძლებლობათა გაძლიერება, რათა გაიზარდოს მათი კონკურენტუნარიანობა და მათ შეძლონ ასოცირების შეთანხმებით შექმნილ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირება. პროექტი საფუძველს უყრის სექტორის განმტკიცებას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ფართომასშტაბიან ეკონომიკურ ზრდას.

პროექტი ოთხ კომპონენტს მოიცავს:

კომპონენტი 1: მეწარმეობის განვითარების ჩარჩო პირობების გაუმჯობესება და მცირე და საშუალო მეწარმეების მონაწილეობა პოლიტიკურ დიალოგში.
კომპონენტი 2: მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ინსტიტუტების სიმძლავრეების სიღრმისეული განვითარება.
კომპონენტი 3: მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ეროვნულ, სექტორულ და ადგილობრივ დონეზე ბიზნეს კლასტერების განვითარებისა და ბიზნეს ქსელების მხარდაჭერის გზით.
კომპონენტი 4: ბიზნეს კლასტერებისა და ქსელების ინტეგრირება ევროკავშირში მოქმედ შესაბამის ქსელებში, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარებაზე, ინვესტირებასა და ვაჭრობის ხელშეწყობაზე.

პროექტის სამარკო ინიციატივა: ბიზნეს კლასტერების განვითარება საქართველოში
ზოგადი მიზნები:

• ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდა;
• ინდუსტრიის განვითარება;
• პროფესიული უნარებისა და ცოდნის ამაღლება;
• საერთაშორისო კავშირების გაფართოება;
• საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება.

შერჩეული სექტორები:
• ავეჯის წარმოება: ქართული ავეჯის კლასტერი ადგილობრივ ავეჯის მწარმოებლებსა და დიზაინერებს საერთაშორისო ბაზრებთან აკავშირებს.
• კინოწარმოება: ქართული კინოკლასტერი ფილმის წარმოებისა და პოსტწარმოების წამყვან კომპანიებსა და პროფესიონალებს აერთიანებს და ქართული კინოინდუსტრიის შესახებ საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს.
• ტანსაცმლის წარმოება: ამ ინიციატივის ფარგლებში ადგილობრივი მწარმოებლები ევროპულ სამკერვალო ინდუსტრიაში მოქმედ სტანდარტებს ნერგავენ.
• საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები: კლასტერის განვითარების ინიციატივა ამ სფეროში მოქმედ ქართულ კომპანიებს ევროპელ პარტნიორებთან უკეთ დაკავშირებაში ეხმარება.

კონკრეტული ამოცანა

1. ცენტრალური ადმინისტრაციის ორგანოების ინსტიტუციური სიმძლავრეების გაუმჯობესება მცირე და საშუალო მეწარმეობის კონტექსტში კონკრეტული ზომების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით.

2. საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის განმტკიცება – გაუმჯობესებული თანამშრომლობა დარგობრივ სამინისტროებს, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერ ინსტიტუტებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, რომლების ჩართულნი არიან DCFTA-სა და მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებში.

3. მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშემწყობი ორგანიზაციების სიმძლავრეების განმტკიცება, რათა უკეთ შეძლონ მეწარმეების მხარდაჭერა DCFTA-ს მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით.

4. ბიზნეს და სექტორული ასოციაციების, ბიზნეს სერვის პროვაიდერების სიმძლავრეთა გაუმჯობესება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ეფექტური სერვისების მიწოდების კუთხით.

5. ქართული მცირე და საშუალო მეწარმეების მეტი ინტეგრაცია ევროკავშირში, რეგიონულ და საერთაშორისო პლატფორმებში.

პროექტის წვლილი მცირე და საშუალო მეწარმეების კონკურენტუნარიანობის გაზრდაში

პოლიტიკის შემუშავების / სამინისტროს დონეზე: სამეწარმეო საქმიანობისთვის ჩარჩო პირობების გაუმჯობესება
– ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის 3 ახალი მექანიზმი შეიქმნა
– 3 ინდუსტრიისთვის ექსპორტის განვითარების გეგმა შემუშავდა
– კონკრეტულ სექტორებში საექსპორტი პოტენციალის ანალიზისა და პრიორიტეტიზაციის 2 მეთოდოლოგია შემუშავდა
– მხარი დაეჭირა 5 სტრატეგიულ კონფერენციას და საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის 12 ფორმატს

პოლიტიკის განხორციელების / ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების დონეზე: ბიზნესის მხარდაჭერის სერვისების გაუმჯობესება
– მოხდა ბიზნესის მხარდაჭერის 6 სერვისის შემუშავება და შემდგომი დივერსიფიკაცია 5 საჯარო ინსტიტუციის მასშტაბით
– 6,410 მცირე და საშუალო მეწარმეს საქართველოში მიეწოდა სერვისები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით

კერძო სექტორის დონეზე: მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა კლასტერული განვითარების გზით; ბიზნეს კლასტერებისა და ქსელების დაკავშირება ევროკავშირის ბაზართან
– შეიქმნა 5 ბიზნეს კლასტერი/კლასტერული ინიციატივა და მოხდა მათი დაკავშირება ევროპულ ქსელებთან
– მოხდა ქართული თაფლის პირველი ექსპორტი ევროკავშირში

მოსალოდნელი შედეგები

– DCFTA-სთან ადაპტირებასთან დაკავშირებული მინიმუმ 3 კონკრეტული პრიორიტეტული ზომა შემუშავდა და განხორციელდა.
– 3 ყოველწლიური კონფერენციის რეკომენდაციების გათვალისწინებით კონკრეტულ საკითხზე ორიენტირებული საჯარო-კერძო სექტორებს შორის დიალოგის პროცესი წარიმართა მისი შედეგების მონიტორინგით.
– შემუშავდა, დაინერგა და ტესტირება გაიარა ბიზნესის მხარდაჭერის მინიმუმ 6-მა ახალმა სერვისმა (საინფორმაციო, საკონსულტაციო, ტრენინგი, და ა.შ.).
– წამყვან რეგიონებსა და სექტორებში 5 ბიზნეს ქსელი/კლასტერი დაფუძნდა.
– 5 ქართული ბიზნეს კლასტერი დაკავშირდა შესაბამის ევროპულ კლასტერებსა და ქსელებთან.

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


DEUTSCHE GESELLSCHAFT FUR INTERNATIONALE ZUSAMMENARBEIT (GIZ)

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები

  • რეგიონები: თბილისი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2015-11-26

  • დასრულების თარიღი:
    2019-11-25

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    DEUTSCHE GESELLSCHAFT FUR INTERNATIONALE ZUSAMMENARBEIT (GIZ)
  • ბიუჯეტი:
    €5 033 940
  • ვებსაიტი:
    www.giz.de
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    366-905

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021