მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის

პროექტის აღწერა

პროექტი წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილს და ხელს უწყობს სიღარიბის აღმოფხვრას კახეთის რეგიონში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის გაუმჯობესების მიზნით პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, მოხდა მისი შესაძლებლობების ზრდა, ხოლო შემდგომ ჯგუფის თაოსნობით და მოსახლეობის მონაწილეობით დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაც შეიქმნა. განვითარების ჯგუფის წევრები რუმინეთსაც ესტუმრნენ მსგავსი საქმიანობის მონაწილების მიზნით. ჯგუფის თაოსნობით ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრენინგების ციკლიც ჩატარდა, რომლის შედეგად მომზადებული განაცხადებიდან 36 ბიზნეს გეგმა / პროექტი დაფინანსდა საგრანტო სქემის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიხედვით ხორციელდება.

კონკრეტული ამოცანა

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობების გაუმჯობესება მათი ცხოვრების დონის ამაღლებისათვის.

მოსალოდნელი შედეგები

– ადგილობრივ მხარეებთან თანამშრომლობით (ადგილობრივი განვითარების ჯგუფი) შექმნილი ადგილობრივი განვითარების ფუნქციური და მდგრადი სისტემა
– ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თაოსნობით შექმნილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა
– ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მხარდაჭერისთვის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შექმნილი მექანიზმები, რომლის მხარდაჭერა პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება
– ფერმერების, ასევე ტურისტულ და სხვა საქმიანობაში ჩართული ფერმერების განვითარებული შესაძლებლობები და შედეგად გაუმჯობესებული შემოსავალი
– მუნიციპალიტეტის გაუმჯობესებული სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობები

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

მოთხრობები

გალერეა


HEKS-EPER Georgia

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები

  • რეგიონები: კახეთი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2016-12-01

  • დასრულების თარიღი:
    2020-11-30

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    HEKS-EPER Georgia
  • ბიუჯეტი:
    €2 104 346
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    379-221

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021