მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება

Project launch event

პროექტის აღწერა

ინსტიტუციური დაძმობილების პროექტი ხელს უწყობს ინსტიტუციური ჩარჩოს შემუშავებას საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეგულირებისათვის ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. იგი მუშაობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) ერთად და განამტკიცებს კომისიის, როგორც დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაძლებლობებს.
მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე შექმნილი ინსტრუმენტებისა და მექანიზმების მეშვეობით ხდება.

კონკრეტული ამოცანა

საქართველოს მხარდაჭერა, რათა მოხდეს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის ენერგეტიკის რეგულაციებთან და ხელი შეეუწყოს ეფექტური, უსაფრთხო, თანამედროვე და უსაფრთხო საოპერაციო ენერგეტიკული ინფასტრუქტურის შექმნას.

მოსალოდნელი შედეგები

– სემეკის გაუმჯობესებული შესაძლებლობები მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მოთხოვნების დაკმაყოფილების თვალსაზრისით;
– მომსახურების ხარისხისა და მიწოდების საიმედოობის წამახალისებელი რეგულირების წესების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა
– ელექტროენერგეტიკული სექტორისათვის მომსახურების ხარისხისა და მიწოდების საიმედოობის წამახალისებელი რეგულირების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, გაზის სექტორისათვის მომსახურების ხარისხისა და მიწოდების საიმედოობის წამახალისებელი რეგულირების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
– ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის პროექტის შემუშავება: სემეკის თანამშრომლების ჭკვიანი აღრიცხვასთან დაკავშირებული ცოდნისა და უნარების გაძლიერება.

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Energie-Control Austria für die Regulierung der Elektrizitäts- und Erdgaswirtschaft

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021