მართლმსაჯულების რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა

პროექტის აღწერა

პროექტი “ევროკავშირი მართლმსაჯულებისთვის” (EU4Justice) ინიციატივის ნაწილია. იგი უზრუნველყოფს სასამართლო რეფორმის ეფექტურობას მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, მოსამართლეებთან ინდივიდუალური დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციის გზით. პროექტი მოიცავს:
– სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ განხორციელების, ძირითადი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგს
– ინდივიდუალურ მოსამართლეებთან და სასამართლო ორგანოებთან კომუნიკაციისა და დიალოგის ხელშეწყობას მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლეების როლზე დისკუსიების დაწყების გზით
– სხვადასხვა სახის მონაწილეობითი პროცესების, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა და აქტივისტური ჯგუფების მობილიზების ხელშეწყობას.

კონკრეტული ამოცანა

1. ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადება, რომლებიც ობიექტურად შეაფასებს გატარებული რეფორმების შედეგებს და დღის წესრიგში დააყენებს რეფორმის სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს რეკომენდაციების მომზადების გზით
2. კომუნიკაციის არხების გაფართოვება ინდივიდუალურ მოსამართლეებს, მართლმსაჯულების სისტემასა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს შორის
3. მრავალმხრივი საზოგადოებრივი ჩართულობის გააქტიურება ინკლუზიური პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ეფუძნება მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული საკითხებისა და მისი ფართო სპექტრის საჯარო და პოლიტიკურ საკითხებთან კავშირის კრიტიკულად გააზრებას

პროექტის განმავლობაში განმახორციელებელმა პარტნიორებმა:
– მონიტორინგი გაუწიეს საქმეთწარმოების ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვას, დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობას და პერიოდული მონიტორინგის ანგარიშების მომზადებას
– მონიტორინგი გაუწიეს მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისა და სხვა შესაბამისი პოლიტიკური დოკუმენტების შექმნას; მომზადდა ჩრდილოვანი ანგარიშები
– ჩატარდა სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, მათ შორის მოსამართლეების მონაწილეობით ჩატარდა თვისებრივი კვლევები მოსამართლეთა როლის შესახებ
– ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მართლმსაჯულების რეფორმების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ
– ჩატარდა სამუშაო შეხვედრები მოსამართლეებთან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, მათ შორის სასამართლო სისტემაში გენდერული ბარიერის აღმოფხვრასთან დაკავშირებით
– გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტების, აქტივისტებისა და იურისტებისთვის თეემატური ბლოგების, სტატიებისა და ესეების მოსამზადებლად
– ჩატარდა სამუშაო შეხვედრები სტუდენტების, აქტივისტებისა და სხვა დაინტერესებულ იმხარეებისათვის ნარკოტიკული პოლიტიკის, საჯარო პროტესტის, ურბანული საკითხების, თანასწორობისა და მართლმსაჯულების სისტემის როლის შესახებ.

მოსალოდნელი შედეგები

– ჩრდილოვანი ანგარიშები მომზადებულია, რომელთა მეშვეობით ობიექტურად შეფასდა სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგები და განისაზღვრა ის ახალი მიმართულებები, რომლებიც უნდა მოიცვას ახალი რეფორმების დღის წესრიგმა
– გაფართოებულია კომუნიკაციის არხები ინდივიდუალური მოსამართლეების, მართლმსაჯულების სისტემის და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს შორის
– გაზრდილია საზოგადოებრივი ჯგუფების ცნობიერება და ჩართულობა სასამართლო რეფორმების მიმდინარეობის პროცესში

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


HUMAN RIGHTS EDUCATION AND MONITORING CENTER

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ინსტიტუტების გაძლიერება, სათანადო მმართველობა და უსაფრთხოება

  • რეგიონები: თბილისი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2018-05-01

  • დასრულების თარიღი:
    2020-07-31

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    HUMAN RIGHTS EDUCATION AND MONITORING CENTER
  • ბიუჯეტი:
    €241 002
  • ვებსაიტი:
    www.emc.org.ge
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/EMCRIGHTS/?ref=br_rs
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    395-919
  • ტეგები:

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021