კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში

პროექტის აღწერა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოებისა და კიბერთავდასხმების მიმართ საქართველოს მზაობისა და მდგრადობის განმტკიცებას კიბერუსაფრთხოების ჩარჩოების შექმნისა და ქართველი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების განვითარების გზით, ევროკავშირის მიდგომის, სტანდარტებისა და შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩოს შესაბამისად, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ “ქსელისა და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების შესახებ” ევროდირექტივით.

პროექტი უშუალოდ დაეხმარება ბენეფიციარებს კიბერუსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესებით, პერსონალის კომპეტენციების გაძლიერებით, მჭიდრო საერთაშორისო და ეროვნული თანამშრომლობის, საფრთხის შემცველი ინფორმაციის გაცვლის პლატფორმებისა და დაინტერესებული მხარეებისა და ფართო საინფორმაციო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შესაძლებლობების განვითარებაში.

კონკრეტული ამოცანა

პროექტის სპეციფიკური მიზანია საქართველოს კიბერუსაფრთხოების სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერება ინფორმაციული ქსელებისა და სისტემების უსაფრთხოების დონის ამაღლებისათვის, ასევე, კიბერ ინციდენტებისა და საფრთხეების დონის პრევენციის, მზადყოფნის, რეაქციისა და გამძლეობის დონის ასამაღლებლად. ამისათვის საორიენტაციო იქნება ევროკავშირის შესაბამისი პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო, კერძოდ, NIS დირექტივა და ევროკავშირის საგარეო კიბერ შესაძლებლობების განვითარების სახელმძღვანელოები. პროექტი გულმოდგინედ მიჰყვება ევროკავშირის მიდგომას, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სრული დაცვით, წესებზე დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების მმართველობის სტიმულირებისათვის. იგი გაითვალისწინებს “სრული მთავრობისა” და „სრული საზოგადოების“ მიდგომას ინკლუზიური და ანგარიშვალდებული პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტორების და კერძო სექტორის მონაწილეობით. აღნიშნული სარგებელს მოუტანს მოქალაქეებს, მთელ ინფორმაციულ საზოგადოებას და საქართველოს ციფრულ ეკონომიკას.

მოსალოდნელი შედეგები

1. კიბერ უსაფრთხოების მართვის ეროვნული ინსტიტუციური მოდელის გაძლიერება
• ევროკავშირის სტანდარტებისა და NIS დირექტივასთან დაახლოებისათვისათვის საქართველოს კიბერ უსაფრთხოების კანონმდებლობის გადახედვა;
• კიბერ მმართველობის ძლიერი სისტემის განვითარება და მხარდაჭერა.

2. იურიდიული, ოპერატიული და ტექნიკური ჩარჩოების შემუშავება, რაც კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურისა (CIIP) და აუცილებელი მომსახურების ოპერატორების (OES) NIS დირექტივის შესაბამისად დაცვის შესაძლებლობას იძლევა
• საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესება კიბერუსაფრთხოების ინციდენტების მართვაში;
• კიბერ შესაძლებლობების და კიბერ სამუშაო ძალის გაძლიერება.

3. კიბერ უსაფრთხოების სახელმწიფო ორგანოების და სხვა დაინტერესებული მხარეების საოპერაციო კიბერთან დაკავშირებული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება
• კიბერკულტურისა და ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

Federal Ministry of Digital and Economic Affairs of Austria (BMDW); National Cyber Security Centre at the Ministry of National Defence of Lithuania (NCSC)

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ინსტიტუტების გაძლიერება, სათანადო მმართველობა და უსაფრთხოება

  • რეგიონები: თბილისი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2020-11-09

  • დასრულების თარიღი:
    2022-11-08

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Federal Ministry of Digital and Economic Affairs of Austria (BMDW); National Cyber Security Centre at the Ministry of National Defence of Lithuania (NCSC)
  • ბიუჯეტი:
    €1 299 332
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/cybersecgeorgia
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    418-131

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021