კახეთის რეგიონში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, შექმნა

პროექტის აღწერა

პროექტი, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა გარემოსდაცვითი ინიციატივები, ხორციელდება ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით, რათა უზრუნველყოფილ იქნას რესურსების მდგრადი მართვა და უკეთესი სერვისების შეთავაზება სტუმრებისთვის. პროექტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტთან და ადგილობრივ დაინტერესებულ ჯგუფებთან თანამშრომლობს, რათა უკეთ მოხდეს ძალისხმევის კოორდინაცია და სისტემების დანერგვა, მონაწილეობითი და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.
ვაშლოვანის ბიოსფერულს რეზერვატს, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზეს ადგილს ევროკავშირი ადრეც უჭერდა მხარს. მან ევროკავშირის დაცული ტერიტორიების დიპლომიც მიიღო ბიოლოგიური, გეოლოგიური და ბუნებრივი მრავალფეროვნებისთვის.

კონკრეტული ამოცანა

კახეთის რეგიონში ბიოსფერული რეზერვატის დაფუძნება, როგორც ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური მონაწილებეობით და სექტორთაშორისი კოორდინაციით ადგილობრივ, რეგიონულ და ქვეყნის დონეზე.

მოსალოდნელი შედეგები

– ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობები გაძლიერებულია კახეთის რეგიონში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის საერთო ბუნებრივი რესურსების ერთობლივი მართჳის უზრუნველსაყოფად.
– მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა და სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბებულია სხვადასხა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით კახეთის რეგიონში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს შესამუშავებლად.
-კახეთის რეგიონში ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო შემუშავებულია.
– მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზა შექმნილია ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციულ და ანალიტიკურ ინსტრუმენტს ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პროცესში მონაწილეობის და ინკლუზიური გადაწყვეტილების მიღებისთვის.
– ადგილობრივი მოსახლეობის, სამოქალაქო ორგანიზაციების, დაინტერესებული ჯგუფებისა და ფერმერების ცნობიერება ამაღლებულია რათა უკეთ გაიგონ ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებები და მოახდინონ მათზე ზეგავლენა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბუნებრივი რესურსების თანაბარი გაზიარება დაგეგმილ ბიოსფერულ რეზერვატში.

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Dedoplistskaro Municipality

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021