ინკლუზიური და თამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში

პროექტის აღწერა

პროექტი წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ნაწილს. იგი ცდილობს დანერგონ თემზე დაფუძნებული მიდგომა ახმეტის მუნიციპალიტეტში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრის მონაწილეობას და მათ სოციალურ ჩართულობას სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებაში. პროექტი გამოიყენებს „LEADER“-ის მეთოდოლოგიას, რომელიც მხარს უჭერს თემის განვითარებისთვის ინკლუზიური და თანამონაწილეობითი მიდგომების დანერგვას. ამ მეთოდოლოგიის ერთ-ერთ ძირითად მიზანს და ამავე დროს ამ პროექტის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების წევრების აქტიური ჩართულობის წახალისება ადგილობრივი განვითარების დაგეგმვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რაც შემდგომში გავლენას მოახდენს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. აღნიშნული მიდგომის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი; ეს არის საჯარო-კერძო პარტნიორობა ადგილობრივი საზოგადოების წევრებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ჯგუფების და სექტორების ფართო სპექტრს მუნიციპალიტეტში.

კონკრეტული ამოცანა

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის განვითარების თემზე დაფუძნებულ მიდგომას ახმეტის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მოსალოდნელი შედეგები

– ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა თანამონაწილეობითი და ინკლუზიური მიდგომებით
– ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესაძლებლობები გაძლიერებულია და წევრებს აქვთ უნარი შეიმუშაონ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია
– მინიმუმ 35 მდგრადი სოფლის განვითარების პროექტი განხორციელდა ტექნიკური დახმარების და საგრანტო დაფინანსების გზით
– LAG- ის ქსელი, ურთიერთობები და მდგრადობა ხელშეწყობილია

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Action Against Hunger – Fundacion Accion Contra El Hambre; Kakheti Regional Development Foundation

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021