თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში

პროექტის აღწერა

ევროკავშირი არაერთ პროექტს აფინანსებს, რომლის მიზანიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა. ამ პროექტის მიზანია, გენდერული თანასწორობის საკითხების ხელშეწყობა ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე – სამუშაო ადგილებზე გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის, თანაბარი ანაზღაურებისთვის, უსაფრთხო და ჯანმრთელი სამუშაო პირობების შესაქმნელად.
პროექტი:
– გენდერისა და ქალთა შრომითი უფლებების შესახებ ამზადებს ტრენერებსა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს
– ამზადებს სახელმძღვანელოს ქალთა შრომითი უფლებების ადვოკატირების შესახებ
– ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს ინკლუზიური სოციალური და შრომითი უფლებების შესახებ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით
– გასცემს ქვე-გრანტებს ადგილობრივ ჯგუფებზე, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ქალთა შრომის უფლებებზე მუშაობენ.

კონკრეტული ამოცანა

სამიზნე ჯგუფების ლიდერობისა და უნარების გაძლიერება და გაფართოება, ქალებითვის შრომით ბაზარზე გენდერული თანასწორობისა და ეკონომიკური სამართლიანობის მისაღწევად.

მოსალოდნელი შედეგები

– 15 ადგილობრივი ტრენერის მეშვეობით ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფის 120 წარმომადგენელს (ორი რეგიონიდან და თბილისიდან) (სამიზნე გფუფი1) განმტკიცებული ექნება უნარები და საშუალებები, რომ ადვოკატირება გაუწიოს დისკრიმინაციის, ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის სხვაობის, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს და ხელი შეუწყოს ჯანსაღ/საცულ სამუშაო პირობებს, თანასწორ, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს საქართველოში.
– ადგილობრივი ჯგუფები, თავიანთი გაძლიერებული უნარებით, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის, შრომითი და დამსაქმებელი ორგანიზაციების საქმიანობაში პროექტით გათვალისწინებული 10 შეხვედრის მეშვეობით, რომლებზეც ერთმანეთს უზიარებენ საშუალებებსა და საუკეთესო გამოცდილებას. შედეგად მივიღებთ ადგილობრივი თვითმმართველობის/შრომითი/დამსაქმებელი ორგანიზაციის 250 წარმომადგენელს, რომლებსაც შეუძლიათ გააანალიზონ, დააკვირდნენ და თავიდან აიცილონ სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია/შევიწროება.
– ღია და გამჭვირვალე განაცხადის პროცედურის საშუალებით, ადგილობრივი ჯგუფები, თავიანთი გაძლიერებული უნარით, იღებენ მცირე გრანტებს, რომ განახორციელონ ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს უფრო თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას საქართველოში, კონკრეტულად კი, პროექტით გათვალისწინებულ ორ რეგიონში, აქცენტით ქალებზე, ახალგაზრდებზე, ლგბტქი თემზე, და სხვა ჯგუფებზე, რომლებიც განიცდიან ძლიერ დისკრიმინაციას
– საერთაშორისო ქსელის ორი კონფერენციის საშუალებით, გაძლიერებულია ურთიერთთანამშრომლობა ქალთა მოძრაობისა და შრომითი უფლებების მოძრაობისა გადაწყვეტილებების მიმღებ სხვა სუბიექტებთან, როგორებიცაა, მაგ., დამსაქმებლები, (საერთაშორისო ბიზნესები), საზოგადოებრივი სერვისების მიმწოდებლები და ა.შ., რაც იწვევს წარმატებულ თანამშრომლობას დისკრიმინაციის/შევიწროების/ხელფასებს შორის სხვაობის წინააღმდეგ და უსაფრთხოების ზომების მხარდასაჭერად.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

Gallery


Women’s Fund in Georgia; Women Engage for Common Future (WECF) – Georgia; Organisation “For Rights and Education”; Kvemo Kartli Media

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ინსტიტუტების გაძლიერება, სათანადო მმართველობა და უსაფრთხოება

  • რეგიონები: იმერეთი; ქვემო ქართლი; თბილისი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2019-12-17

  • დასრულების თარიღი:
    2021-12-16

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Women's Fund in Georgia; Women Engage for Common Future (WECF) - Georgia; Organisation "For Rights and Education"; Kvemo Kartli Media
  • ბიუჯეტი:
    €200 000
  • ვებსაიტი:
    womenfundgeorgia.org/en/Main
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/womenfundgeorgia
    twitter.com/womensfundgeo
    www.facebook.com/JobEquality
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    411-946

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021