ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება საქართველოში – საბიუჯეტო მხარდაჭერის კონტრაქტი

პროექტის აღწერა

ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. სტრუქტურული შემაფერდებელი ფაქტორები და დაუსრულებელი ეკონომიკური რეფორმები ქართულ ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ვერ აძლევს ეფექტური ოპერირებისა და ზრდის საშუალებას.

პროგრამის მიზანია გააძლიეროს ეკონომიკური განვითარება საქართველოსა და მის რეგიონებში, ბიზნესის წარმოება უფრო სწრაფი და ეფექტური გახადოს, დაეხმაროს ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში და ბაზარზე ორიენტირებული და ინოვაციური ბიზნეს მოდელების დანერგვაში.

დახმარების გაწევა ხდება საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით – პირდაპირი ფინანსური კონტრიბუცია ეროვნულ ხაზინაში, რაც მდგრადი რეფორმების გასატარებლად გამოიყენება. ამგვარი კონტრიბუცია დამოკიდებულია პოლიტიკის დიალოგზე, შესრულების შეფასებაზე და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. საბიუჯეტო მხარდაჭერა პარტნიორ ქვეყნებს ეხმარება უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ პოლიტიკასა და რეფორმებზე.

საბიუჯეტო მხარდაჭერის კომპონენტს თან ახლავს საგრანტო კომპონენტი და სერვისების შესყიდვის კომპონენტი.

კონკრეტული ამოცანა

პროგრამის ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოსა და მისი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ხოლო სპეციფიკური ამოცანაა უფრო სამართლიანი გახდეს კომერციული დავების მოგვარება, განახლდეს ფინანსური ინფრასტრუქტურა ბაზარზე ორიენტირებული და ინოვაციური ბიზნეს მოდელებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.
საბიუჯეტო მხარდაჭერის კომპონენტი სამივე მიმართულებას მოიცავს.

მოსალოდნელი შედეგები

– უფრო სწრაფად და სამართლიანად მოგვარებული კომერციული დავები
– გაუმჯობესებული სადაზღვევო სისტემა
– გაუმჯობესებული პოლიტიკური ჩარჩო, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის, კლასტერებისა და ინკუბატორების განვითარებას
– სულ მცირე 5 საპილოტე რეგიონში ჩამოყალიბებული და ფუნქციური კლასტერული მიდგომა
– სამიზნე რეგიონებსა და სექტორებში ჩამოყალიბებული და ფუნქციური ბიზნეს კლასტერები.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021