ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 60 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი COVID -19-ის კრიზისის დასაძლევად

დღეს ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 60 მილიონი ევროს (დაახლოებით 240 მილიონი ლარი) ოდენობის გრანტი COVID-19-ს კრიზისის დასაძლევად. აღნიშნული სახსრები განკუთვნილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად.   

„ევროკავშირიაგრძელებსსაქართველოსმტკიცემხარდაჭერასპანდემიისპერიოდში. აღნიშნული 240 მილიონილარისოდენობისგრანტიარისიმ 1.5 მილიარდილარისმოცულობისდახმარებისნაწილი, რომლისმობილიზებაევროკავშირმადაევროპისგუნდმამიმდინარეწლისგაზაფხულზემოახდინადარომელიცმიზნადისახავსსაქართველოსმთავრობისმხარდაჭერასპანდემიასთანბრძოლაში, აგრეთვე, საქართველოსმოქალაქეებისმხარდაჭერასიმმწვავეგამოწვევებთანგამკლავებაში, რომელთაწინაშეცძალიანბევრიადამიანიაღმოჩნდა“, აცხადებს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

აღნიშნული სახსრები პირველი ტრანშია იმ 75 მილიონი ევროდან (დაახლოებით 300 მილიონი ლარი), რომელიც „COVID -19 მიმართ საქართველოს მდგრადობის ხელშეკრულებით“ არის განსაზღვრული და რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებაში. გეგმა მოიცავს ღონისძიებებს, რომელთა მიზანია შემოსავლის წყაროების დაკარგვით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შემცირება, სამუშაო ადგილების შენარჩუნების ხელშეწყობა, ბიზნესის მხარდაჭერა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება. ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დახმარების მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა პანდემიის უარყოფითი შედეგების გამოსწორებაში.

გადაწყვეტილება აღნიშნული სახსრების გამოყოფის შესახებ მიღებულ იქნა მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის, ეკონომიკური პოლიტიკის, სახელმწიფო ფინანსური რესურსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის დადასტურების შემდეგ. დარჩენილი თანხის გამოყოფა მოხდება მთავრობის მიერ გატარებული ზომების შეფასების საფუძველზე, რომლებიც შეეხება  სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების გაწევას, ბიზნესების მხარდაჭერას სამუშაო ადგილების შენარჩუნების კუთხით და ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობის გაზრდას. 

აღნიშნულ ტრანშს წინ უსწრებდა მაკროფინანსური დახმარებისთვის 100 მილიონი ევროს (დაახლოებით 400 მილიონი ლარის) ოდენობის სესხის გამოყოფა,  რომელიც მიმდინარე წლის 25 ნოემბერს განხორციელდა. ორივე ტრანში არის 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის  მთლიანი დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც ასევე ითვალისწინებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, სოციალური სფეროსა და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერას.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის COVID -19-ის კონტექსტში უზრუნველყოფილი დახმარების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:  

  • გაეცანით ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დახმარების პაკეტის დეტალურ მიმოხილვას:   https://eu4georgia.ge/together-against-covid-19/.
  • უყურეთ ან წაიკითხეთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის ინტერვიუ

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, tamriko.mikadze@eeas.europa.eu

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2020