„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). ინიციატივა ეხმიანება „საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების 2017 წლის სამოქმედო პროგრამას“ და პასუხობს პროგრამის სამი კომპონენტიდან ერთს: ბიზნესის განვითარების გაძლიერება.
ინიციატივა თანამშრომლობს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართულ ან მასთან დაკავშირებულ დაინტერესებულ მხარეებთან – საწარმოებსა და მეწარმეებთან, საერთო და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიული ასოციაციებსა და სავაჭრო გაერთიანებებთან.
საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში
– პოლიტიკის შემმუშავებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების გაძლიერებული შესაძლებლობები, განსაზღვრონ და განავითარონ კლასტერები.
– შეფუთვისა და თესლეულის/ჩითილების სექტორებში საპილოტე კლასტერების განვითარება ღირებულების ჯაჭვების წასახალისებლად.
– კომპანიებში და/ან პროექტებში სტრატეგიული ინვესტიციების მხარდაჭერა კლასტერების გასავითარებლად.
დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაში.
United Nations Development Programme (UNDP); The Food and Agriculture Organization of United Nations (FAO); International Organization For Migration; United Nations Industrial Development Organization (UNIDO)
პრიორიტეტული სფერო:
ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები
რეგიონები: მთელი საქართველო
დაწყების თარიღი:
2019-02-01
დასრულების თარიღი:
2023-01-31
The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021