გორის ციხისკენ მიმავალი ტურისტული ინფრასტრუქტურა

Path leading to Gori Fortress

გორის ციხე ქალაქ გორის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომლის არსებობაც სათავეს ძვ. წ. აღ. I ათასწლეულიდან იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ციხე კარგად ცნობილია ადგილობრივთათვის, მისი ტურისტული პოტენციალი უცნობია ვიზიტორთა დიდი ნაწილისთვის.

თავად ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ორგანიზაციების მიერ მიმდინარეობს, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიის თაოსნობით მოეწყო ციხისკენ მიმავალი ახალი და განახლდა არსებული საფეხმავლო ბილიკები. სპორტული ცხოვრების მოყვარულთათვის ველობილიკებიც მოეწყო.

სტუმრების კომფორტისა და გარემოს დაცვის მიზნით ბილიკების მახლობლად სკამები, განათება და ნაგვის ურნებიც განთავსდა.
გარდა ამისა, რესტავრაცია ჩაუტარდა პოეტ შოთა რუსთაველის ძეგლსაც.

პროექტი: ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021