გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ) არის გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიდგომა, რომლის მიხედვითაც გარკვეული პროდუქციის მწარმოებლები და იმპორტიორები პასუხისმგებელნი ხდებიან იმ ნარჩენებზე, რომლებიც წარმოიქმნება მათი პროდუქციის გამოყენების შემდეგ, ისევე როგორც ამ ნარჩენების მართვის (შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა/რეციკლირება/განთავსება) ფინანსურ უზრუნველყოფაზე. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ვრცელდება შემდეგი სახის სპეციფიკურ ნარჩენებზე: ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ბატარეები და აკუმულატორები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ზეთები, საბურავები, შეფუთული პროდუქტი.
თითოეული სპეციფიური ნარჩენისთვის უკვე შემუშავებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელთაგან 4 უკვე წარდგენილია დამტკიცების მიზნით საქართველოს მთავრობაში. ასევე, შემუშავებულია „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს მგვ დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლების და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების რეგისტრაციისა და საქართველოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის შესახებ რეესტრში ანგარიშგების წესებს. ამასთან ერთად, უკვე შემუშავებულია და ეტაპობრივად მოხდება რეესტრის პროგრამის დანერგვა.
ბენეფიციარად მოიაზრებიან ზემოხსენებული სპეციფიური ნარჩენების ნაკადების მწარმოებლები, იმპორტიორები, შემგროვებლები, გადამამუშავებლები, გამყიდველები და სხვა, ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიც.

პროექტი: ნარჩენების მართვის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021