ბრძოლა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის წინააღმდეგ საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.

პროექტის აღწერა

ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის პროგრამების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა როგორც საქართველოში, ასევე პარტნიორ ქვეყნებში. ეს პროექტი წარმოადგენს პარტნიორობას სამი ქვეყნის სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის და ემსახურება საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში წამების (მენტალური თუ ფიზიკური) და არაჰუმანური მოპყრობის პრევენციას. სხვადასხვა აქტივობებისა და ქვე-გრანტების მეშვეობით პროექტი:
– ქმნის და განავითარებს სათანადო მექანიზნებს წამების მსხვერპლთა დასაცავად
– აუმჯობესებს სამოქალაქო სექტორისა და შესაბამისი სპეციალისტების შესაძლებლობებს წამების შემთხვევების დოკუმენტირების მიმართულებით
– სარეაბილიტაციო სერვისებთ უზრუნველყოფს წამების მსხვერპლთ და მათი ოჯახის წევრების.

კონკრეტული ამოცანა

წამების პრევენციის ხელშეწყობა, სათანადო მექანიზმების შემუშავება და გაუმჯობესება წამების მსხვერპლთათვის, წამების მსხვერპლთა წარმატებული რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამ ქვეყანაში.

მოსალოდნელი შედეგები

– წამების მსხვერპლ ბენეფიციარებს და მათ ოჯახის წევრებს აქვთ საშუალება, მიიღონ რეაბილიტაციის სერვისები;
– არასამთავრობო და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა, ეფექტურად განახორციელონ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ინციდენტების მონიტორინგი დახურულ დაწესებულებებში;
– სახელმწიფო უწყებებს შესაძლებლობა აქვთ ადრეულად გამოავლინონ წამების შემთხვევები;
– ექიმებსა და იურისტებს გააჩნიათ შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ დააფიქსირონ წამების ფაქტები სტამბოლის პროტოკოლზე დაყრდნობით;
– კანონმდებლობა და პოლიტიკა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გაუმჯობესებულია;
– გაზრდილია წამების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობა.

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


GEORGIAN CENTRE FOR PSYCHO-SOCIAL AND MEDICAL REHABILITATION FOR TORTURE VICTIMS

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ინსტიტუტების გაძლიერება, სათანადო მმართველობა და უსაფრთხოება

  • რეგიონები: მთელი საქართველო

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2017-12-01

  • დასრულების თარიღი:
    2020-10-31

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    GEORGIAN CENTRE FOR PSYCHO-SOCIAL AND MEDICAL REHABILITATION FOR TORTURE VICTIMS
  • ბიუჯეტი:
    €1 000 000
  • ვებსაიტი:
    gcrt.ge/en
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/GCRT-194857340569501
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    388-508
  • ტეგები:

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021