ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება

პროექტის აღწერა

პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარება და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების სტიმულირება მყარ ინფრასტრუქტურასა და მეწარმეთა ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში თანხების ინვესტირებით. ასევე, საჯარო-კერძო დიალოგის წახალისება ფერმერული მეწარმეობის ხელშეწყობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით და ქალთა და ახალგაზრდობის ჩართულობაზე განსაკუთრებული აქცენტებით. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბოლნისის ისტორიული უბნის „კატერინენფელდის“ ტურისტული ინფრასტრუქტურა და აგროცენტრი, ადგილი სადაც გაიყიდება ადგილობრივი აგროპროდუქტები, ხოლო ფერმერებსთვის შეიქმნება შეფუთვის სერვისი. ჩატარდება კვლევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საწარმოო პოტენციალის გამოსავლენად, ტურისტული ზონის მარკეტინგული სტრატეგიის (კატარინაენფელდის) და აგრო ცენტრის შექმნელად. გადამზადდებიან ადგილობრივი ფერმერები და სოჯახო სასტუმროების მფლობელები.

კონკრეტული ამოცანა

პროექტის მოსალოდნელი შედეგებია:
• ადგილობრივი მწარმოებლებისა და საცალო პროდუქციის პროდუქტიულობა გაზრდილია 10% -ით, შინამეურნეობების შემოსავლების – 10-15% -ით;
• ადგილობრივი აგრო მწარმოებლები (3500 ოჯახი), მცირე და საშუალო ზომის მოვაჭრეები ჩართულნი არიან ვაჭრობის, კომერციისა და ტურიზმის სფეროში;
• მინიმუმ 1,000 ეკონომიკური აქტორი ინტეგრირებულია ბოლნისის ბიზნეს კლასტერებში;
• მინიმუმ 100-მდე ადგილობრივ ბიზნესს გავლილი აქვს კონსულტაციები სასოფლო-სამეურნეო სექტორში;
• მუნიციპალიტეტში დასაქმების დონე გაზრდილია მინიმუმ 3% -ით, ახალგაზრდების დასაქმების დონე მინიმუმ 5%-ით.

მოსალოდნელი შედეგები

– შექმნილი და გაძლიერებული ლოჯისტიკური ჰაბი და ბიზნეს კლასტერი, რომელშიც 1000-ზე მეტი ეკონომიკური სუბიექტია გაერთიანებული
– შექმნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც იძლევა ნაწარმის დამუშავების, უსაფრთხოდ შენახვის, შეფუთვისა და ვაჭრობის შესაძლებლობას
– შემუშავებული აგროჰაბის ბიზნეს მოდელი
– განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა და სულ მცირე 3,500 ოჯახი ჩართული ტურიზმსა და ვაჭრრობაში
– სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, გადამუშვებასა და ტურიზმში ჩართული მცირე მეწარმეების განვითარებული შესაძლებლობები; კონსულტაციები სულ მცირე 100 დამწყები ბიზნესისთვის
– ადგილობრივი მწარმოებლებისა და საცალო პროდუქციის პროდუქტიულობის 10%-ით, ხოლო შინამეურნეობების შემოსავლების – 10-15% ზრდა;
– ადგილობრივი ხელისუფლების გაუმჯობესებული ტექნიკური უნარები, ცოდნა და შესაძლებლობები;
– მინიმუმ 3%-ით გაზრდილი დასაქმების დონე მუნიციპალიტეტში, ხოლო ახალგაზრდების დასაქმების დონე მინიმუმ 5%-ით.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Bolnisi Municipality

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021