ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის

პროექტის აღწერა

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის “მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის” პროგრამის ფარგლებში, რომელიც ათასობით ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელს აერთიანებს ევროკავშირის მიერ დასახული კლიმატისა და ენერგეტიკის ამოცანების შესასრულებლად.
პროექტი თელავის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობს, რათა:
– დაინერგოს ენერგოეფექტური ღონისძიებები, გამოყენებულ იქნას განახლებადი ენერგიის წყაროები საპილოტე საბავშვო ბაღებში
– წახალისდეს განახლებადი ენერგიის წარმოებასა და გამოყენებას, ადგილობრივად ხელმისაწვდომი ბიომასის და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით
– განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნის შესაძლებლობის შეფასება და მისი ინიცირება შერჩეულ მუნიციპალიტეტებში, გრძელვადიანი საზოგადოებრივი სერვისის (ბიომასის წყაროს დამატებით) უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის
– მოხდეს ცნობიერების ამაღლება ‘მერების შეთანხმების’ პოლიტიკისა და მდგრადი ენერგეტიკის საინვესტიციო პროექტების შესახებ, ამ პროექტებისრეპლიკაციის მხარდაჭერა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, კერძოდ ‘მერების შეთანხმების’ ხელმომწერებში

კონკრეტული ამოცანა

ქართული ქალაქების/მუნიციპალიტეტების – მერების შეთანხმების ხელმომწერების – შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილების და მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკის შესასრულებლად ისეთი საინვესტიციო პროექტების განხორციელებით, რომელიც მათი მდგრადი ენერგეტიკის (კლიმატის) სამოქმედო გეგმაშია ასახული.

მოსალოდნელი შედეგები

– ორი შერჩეული მუნიციპალური/საზოგადოებრივი შენობის სრულად თბო-მოდერნიზირებულია განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გათვალისწინებით
– შექმნილია განახლებადი ენერგიის (ბიომასის) მიწოდების ჯაჭვი ორი შერჩეული შენობის გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების (ვენახის ნასხლავით) გამოყენებით
– სამიზნე მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მმართველობაში გაუმჯობესდა მენეჯერული და ტექნიკური შესაძლებლობები, იმისათვის რომ მოხდეს მეკსგ-ს ღონისძიებების საინვესტიციო პროექტებად გარდაქმნა და „მერების შეთანხმების“ ვალდებულებების შესრულება მეკსგ-ს განხორციელების გზით
– შემცირებულია იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება და ადგილობრივად ხელმისაწვდომი განახლებადი ენერგიის წყაროების წილი გაზრდილია მუნიციპალურ ენერგომოხმარებაში
– დაინტერესებული მხარეების და ფართო საზოგადოების გაზრდილი ცნობიერება სუფთა ენერგოტექნოლოგიების სიკეთის შესახებ სამიზნე მუნიციპალიტეტში და მის ფარგლებს გარეთ.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Energy Efficiency Centre (EEC)

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    კავშირები, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატის ცვლილება; ინსტიტუტების გაძლიერება, სათანადო მმართველობა და უსაფრთხოება; ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები

  • რეგიონები: კახეთი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2018-02-01

  • დასრულების თარიღი:
    2021-01-31

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Energy Efficiency Centre (EEC)
  • ბიუჯეტი:
    €598 913
  • ვებსაიტი:
    www.eecgeo.org
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/eecgeorgia
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    392-880

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021