ბიზნეს აქსელერატორის შექმნა მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადი განვითარებისათვის

პროექტის აღწერა

თბილისის მერიის ინიციატივით, 2018 წლის ბოლოდან, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორისთვის ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება. თბილისში რეგისტრირებულ ან მომუშავე ყველა კომპანიას საშუალება ექნება, აქსელერატორს უფასო სამუშაო სივრცეებით უზრუნველყოფის, კონსულტაციის გაწევის, ფინანსური ანგარიშგებების, საგადასახადო კანონმდებლობისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ, მათ შორის, იურიდიულ და ბრენდის პოზიციონირების საკითხებზე მიმართოს. შეიქმნება ვებგვერდი, სადაც მეწარმეები დარეგისტრირებას შეძლებენ.
მეწარმეებს ასევე ექნებათ ვალდებულება, ერთი თვის ვადაში, საკუთარი ბიზნესის კონცეფცია წარმოადგინონ, რომელთაგანაც საუკეთესო ბიზნეს მოდელების შერჩევა და შესაბამისი მომსახურების გაწევა მოხდება.

პროექტის ფარგლებში, სიცოცხლისუნარიან და წარმატებულ 100-ზე მეტ კომპანიას აქსელერატორი შეუქმნის ვებგვერდებს, შეუდგენს ბიზნესგეგმასა და შესაძლო პარტნიორებთან შემდგომ ადვოკატირებას გაუწევს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებისთვის 30-მდე გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა.

კონკრეტული ამოცანა

პროგრამის განხორციელების შედეგად აქსელერატორმა უნდა უზრუნველყოს დაგეგმილი რაოდენობის ბიზნესგეგმების მომზადება, შესაბამისი სტარტაპების იდენტიფიცირება და გამორჩეული ბიზნეს იდეების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა. აუცილებელია, რომ შედგენილი ბიზნესგეგმების ნაწილმა მოიპოვოს დაფინანსება ფინანსური და სხვა ინსტიტუტებისაგან, რაშიც შეძლებისდაგვარად დაეხმარება თბილისის მერია. თბილისის აქსელერატორი ითამაშებს მნიშვნელოვან როლს სტარტაპების ახალბედა ეკოსისტემის განვითარებაში.

პროექტის დასაწყისიდან თბილისის მერიამ სამი ეტაპი დაძლია: 1) დააკორექტირა და ხელახლა დაამტკიცა პროექტის ბიუჯეტი; 2) შეარჩია აქსელერატორის მდებარეობა და შენობა; 3) დანიშნა პროექტის კოორდინატორი და დამხმარე გუნდი. ამ ფაზას დასჭირდა დრო 2008 წლის იანვრიდან აგვისტომდე.

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის დასაწყის ფაზაში თბილისის მერიამ გადადგა სამი ნაბიჯი: 1) დააკორექტირა და ხელახლა დაამტკიცა პროექტის ბიუჯეტი; 2) შეარჩია აქსელერატორის მდებარეობა და შენობა; 3) დანიშნა პროექტის კოორდინატორი და დამხმარე გუნდი. ამ ფაზას დასჭირდა დრო 2008 წლის იანვრიდან აგვისტომდე.
პროექტის მეორე ფაზა მოიცავს მოსამზადებელ სამუშაოებს აქსელერატორის სივრცის გახსნისა და ამოქმედებისათვის. განსახორციელებელია შესყიდვები და მცირე სარემონტო სამუშაოები, დასაკომპლექტებელია სრული სამუშაო გუნდი და გასაშვებია პროცესის სამართავი ვებ-პლატფორმა.

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Tbilisi City Hall

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ეკონომიკური განვითარება და უკეთესი საბაზრო შესაძლებლობები

  • რეგიონები: თბილისი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2018-01-15

  • დასრულების თარიღი:
    2022-01-14

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    Tbilisi City Hall
  • ბიუჯეტი:
    €506 633
  • ვებსაიტი:
    www.spark.gov.ge
  • სოციალური მედიის ბმულები:
    www.facebook.com/AcceleratorSpark
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    394-803

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021