ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა – II

trainings on strengthening the capacities of the staff of MFA, MoESD, line ministries and agencies involved in the AA/DCFTA implementation process

პროექტის აღწერა

პროექტი ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობასა და სამთავრობო უწყებებს, რათა უფრო მეტად გაღრმავდეს ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიხედვით.

პროექტი აგებულია წინა, მსგავსი პროექტის მიღწევებსა და გამოცდილებაზე და უფრო მეტად აძლიერებს პოლიტიკის შემუშავების, კოორდინაციის, ანგარიშგებისა და მონიტორინგს. იგი ხელს უწყობს სექტორული რეფორმების განხორციელებას და საკანონმდებლო დაახლოებისა და რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესს, მთავრობისა და პარლამენტის შესაბამისი ინსტიტუციების პრაქტიკული გამოცდილების გაუმჯობესების, ასევე, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული შეთანხმებების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობადობის გაზრდისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფის გზით.

კონკრეტული ამოცანა

1. სახელმწიფო უწყებების დახმარება ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში
2. კოორდინაციის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და ასოცირების ხელშეკრულების შესაცებ ინფორმირების ხელშეწყობა
3. საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების გაძლიერების ხელშეწყობა
4. ევროკავშირის დახმარების კოორდინაცია და მონიტორინგი

მოსალოდნელი შედეგები

– კოორდინაციის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების გაუმჯობესებული მექანიზმები და პრაქტიკა;
– AA/DCFTA-ის განხორციელების პროცესში, პარლამენტის გაძლიერებული საზედამხედველო მექანიზმი და შესაძლებლობები;
– ეროვნულ დონეზე, ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და მონიტორინგის გაუმჯობესებული სამთავრობო მექანიზმები;
– ეროვნული პოლიტიკის დაგეგმვის ჩარჩოსა და საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, გაძლიერებული AA/DCFTA-თან დაკავშირებული დარგობრივი რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესები;
– გაძლიერებული საკანონმდებლო დაახლოების პროცესი, ერთიანი მეთოდოლოგიის გამოყენებითა და ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის გაზრდით;
– გაძლიერებული ინსტიტუციური რეფორმის პროცესი ასოცირების შეთანხმების განხორციელების ფარგლებში კონკრეტულ სფეროებში;
– სახელმწიფო ინსტიტუციებსა და ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებსა და პროგრამებს შორის გაძლიერებული თანამშრომლობა;
– სახელმწიფო სააგენტოებში (ძირითადად, იუსტიციის სამინისტრო და საკანონმდებლო მაცნე) გაუმჯობესებული სამართლებრივი თარგმანი;

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


IBF International Consulting

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021