ანა გამგებელის ისტორია – მეთხევე ქალი სამეგრელოდან

17/03/2021

ანა გამგებელი სამაგრელოში, სოფელ მენჯში თხის ფერმას ფლობს. მისი ოჯახი წარმოშობით უკრაინიდანაა, თუმცა ანამ ბავშვობა თბილისში გაატარა, სადაც ბიოლოგიას განსაკუთრებული ინტერესით დაეუფლა. ბავშვობაშივე ბუნებით იყო გატაცებული და როგორც ამბობს, მისი სახლის ეზოში ბევრი ცხოველიც ჰყავდა. მოგვიანებით, ანამ თავისი ოცნება აიხდინა და ფერმერი გახდა – ინოვაციური ფერმერი, რომელიც ცდილობს გამოიყენოს თავისი ტექნიკური და სპეციალიზირებული ცოდნა, რათა მაქსიმალურად განავითაროს ქართული სოფლის მრავალფეროვნება საუკეთესო საერთაშორისო ტექნოლოგიებთან და პრაქტიკებთან შერწყმით.

ფერმაში, სადაც ანა ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ყველაფერი სიყვარულზე მეტყველებს – სიყვარული მისი ორი ლამაზი გოგონასადმი, მისი ძაღლის, მისი თხისადმი და მისი საქმისადმი სიყვარული. ანა რთულ და შრომატევად საქმიანობას ეწევა – პარტნიორებთან ერთად მართავს თხის ფერმას, და ასევე ხელმძღვანელობს ყველის საწარმოს, რომელიც აცოტა ხნის წინ უახლესი დანადგარებით აღჭურვა.

როდესაც გიყვარს, შენც ზრუნავ. ანა ბევრს ზრუნავს თავის თხებზე. მიუხედავად იმისა, რომ მეგრული ტრადიციული თხა, რომელსაც ძირითადად ხორცის წარმოებისთვის იყენებენ, საკმაოდ გამძლეა, მათი რძის წარმოება საკმაოდ დაბალია. ანა ამჟამად ძირითადად იყენებს ალპურ თხებთან შეჯვარების მეთოდს, რომლებსაც, როგორც წესი, ბევრად მაღალი რძის წველადობა გააჩნიათ. ამავდროულად, მათი მართვა გაცილებით რთულია. თხა სხვა ცხოველებთან შედარებით, ბევრად მგრძნობიარეა და მისი მოვლისას ნებისმიერ მცირე შეცდომაც კი შესაძლოა არასასურველი შედეგით დასრულდეს.

თხების თანამედროვე ინტენსიური ფერმის სპეციალისტების საქართველოში არარსებობის გამო, ანა ძირითადად ინტერნეტით მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ის თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს და დიდი რაოდენობით იღებს ტექნიკურ მონაცემებს ინტერნეტით. ამ გზით, მას შეუძლია თხებში არსებული მრავალი ვეტერინარიული პრობლემის გადასაჭრელად მიიღოს ეფექტური გადაწყვეტილებები. კვებას თავად ამზადებს. ჯერჯერობით, მისი შედეგები კარგია, და თხების სიკვდილიანობაც ძალიან დაბალია, მაგრამ ანამ იცის, რომ მას სჭირდება გაცილებით მეტი პრაქტიკული ცოდნა მისი სამომავლო გეგმების განსახორციელებლად და მისი მაღალპროდუქტიული იმპორტირებული ალპური თხების მეურნეობის ასაშენებლად.

ამასთანავე, ანას სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია ჰქონდეს  კომპლექსური მიდგომა ღირებულებათა ჯაჭვის მიმართ, რომელიც იწყება მისი ფერმიდან და მთავრდება საბოლოო მომხმარებელთან. იგი საკმაოდ კარგად ფლობს პროდუქციის (ძირითადად თხის პასტერიზებული რძისა და ყველის) მარკეტინგს. სწორედ ამის გამო, ანას შესაძლებლობა ექნება მაქსიმალურად გამოიყენოს რძის გადამამუშავებელი თანამედროვე ტექნიკა, რომელიც შეისყიდეს ჰოლანდიიდან და დაამონტაჟეს გადამამუშავებელ საწარმოში.

რადგან ქარხნის ყოველდღიური წარმოების უნარი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე თხის ფერმა აწარმოებს, ანა მჭიდრო კავშირებს ამყარებს მეზობელ ფერმერებთან, მათ შორის ბევრ ქალთან, რომ შეიძინოს ძროხის და კამეჩის რძე, რისთვისაც რეგიონში უნიკალური პირობები არსებობს. იქიდან გამომდინარე რომ, ანას დასჭირდება მაღალი ხარისხის რძე, წარმოებული სათანადო ჰიგიენური პირობების დაცვით და ცხიმებისა და ცილების მაღალი შემცველობით, რისთვისაც მომწოდებლები მიიღებენ სათანადო ანაზღაურებას და ყოველდღიურ გადასახადს, მას მოუწევს მთავარი როლის შესრულება რეგიონში ცხოველების მოშენების და შეჯვარების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

ევროკავშრის პროექტი FinExCoop ანასთან აქტიურად მუშაობს. პროექტის ფარგლებში, ყველის საერთაშორისო სპეციალისტი მის ფერმას აგვისტოში ეწვია. ანამ მონაწილეობა მიიღო FinExCoop-ის თხების მოშენების ონლაინ ტრენინგებში. პროექტი ახლა თანამშრომლობს მისი საკვების ბაზის გაუმჯობესებაზე და სთავაზობს მას მჟავიანობის პირობებში გამძლე მცენარეებს. მისი მეურნეობიდან ნიადაგის ნიმუშების გაანალიზების შემდეგ, პროექტმა დაადგინა სოფლის მეურნეობის ის პოტენციური კულტურები, რომელთა წარმატებით გაშენებაც შეიძლებოდა მის რაიონში, მაგალითად, ლუპინი, ცილებით მდიდარი პარკოსნები, რომლებსაც შეუძლიან ადაპტირება მჟავიან ნიადაგთან, ასევე, სორგოს ახალი სახეობები. FinExCoop წარადგენს ანას საპილოტე პროექტს კომიტეტის შემდგომ შეხვედრაზე, რომელსაც თავმჯდომარეობენ საფრანგეთის განვითარების სააგენტო და სოფლის განვითარების სააგენტო. ანამ უკვე ბევრს მიაღწია, თუმცა კიდევ ბევრი მიმართულებით ვგეგმავთ მუშაობას მასთან და მის თემთან ერთად.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021