ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში – ეს წალკაა

Embrace Tsalka Brochures

პროექტის აღწერა

პროექტი ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილია. EU LEADER მიდგომის გამოყენებით პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებებიის მიღების, მოქალაქეთა გაძლიერებისა და გააქტიურების პროცესს. ამისთვის კი იქმნება და ძლიერდება ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (Local Action Group).
პროექტი წალკის მუნიციპალიტეტში მუშაობს და მუნიციპალიტეტს ეხმარება შემოსავლის მრავალფეროვანი წყაროების შექმნაში. ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მოქალაქეთა ჩართულობით შეიმუშავა წალკას ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და უკვე არაერთი გრანტი გასცა როგორც საზოგადოებრივი, ასევე ბიზნეს ინიციატივებისთვის. პროექტი მუშაობს ადგილობრივ ფერმერებთან, საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან და ტურისტული თუ სხვა სერვისების მიმწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ მთავრობებთან თუ სხვადასხვა სამოქალაქო და ახალგაზრდულ ჯგუფებთან.

კონკრეტული ამოცანა

წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა თანამონაწილეობრივი დაგეგმარების გზით.

მოსალოდნელი შედეგები

– წალკის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG) დაფუძნებულია თანაბარი გენდერული და ახალგაზრდული მონაწილეობით, წარმოადგენს მოწყვლად ჯგუფებს (ე.წ. მაღალმთიანი თემები, ეკომიგრანტები, ეთნიკური უმცირესობები და დევნილი მოსახლეობა) და მონაწილეობს სოფლის განვითარების პროცესში, მონაწილეობითი მიდგომისა და LEADER პრინციპების შესაბამისად.
– შექმნილია გენდერულ და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული სოფლის განვითარების სტრატეგია (RDS) და ითვალისწინებს დაუცველი ჯგუფების (ე.წ. მაღალმთიანი თემების, ეკომიგრანტების, ეთნიკური უმცირესობებისადა იძულებით გადაადგილებული პირების) სპეციფიკურ საჭიროებებს.
– წალკის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებით და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდით, შექმნილია დასაქმების და საარსებო შესაძლებლობები, გაუმჯობესებულია ცხოვრების ხარისხი განსაკუთრებით ღარიბი და მარგინალიზებული მოსახლეობისათვის.
– ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებით მოწყვლადი ოჯახების სოციოეკონომიკური ინტეგრაცია გაუმჯობესებულია. ქალები, ახალგაზრდები და ზემოხსენებული მოწყვლადი ჯგუფები გაძლიერებულია და ჩართულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტის დოკუმენტები

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


Caucasus Environmental NGO Network

პროექტის დეტალები

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021