ადამიანის უფლებები ყველასთვის – მეორე ფაზა

პროექტის აღწერა

“ადამიანის უფლებები ყველასათვის – მეორე ფაზა” ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივაა, რომელსაც ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (OHCHR).

პროგრამა ეყრდნობა მისი პირველი ფაზის მსვლელობაში (2016-2019) მიღწეულ შედეგებს და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისა და სოციალური ჯგუფის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

პროგრამა ხორციელდება 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 2,988,954 აშშ დოლარია.

კონკრეტული ამოცანა

ადამიანის უფლებათა მიმართულებით არსებული ეროვნული პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი.
სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება.
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება.
ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს რეგიონებში.
უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, მათ შორის ლბტქი+ თემის, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სხვა სოციალური ჯგუფების.

მოსალოდნელი შედეგები

შესაბამისი საჯარო უწყებების მიერ ადამიანის უფლებათა ეროვნული პოლიტიკისა და მასთან დაკავშირებული სისტემების შექმნა, განხორციელება და მონიტორინგი.
სამართალდამცავი ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების ეფექტიანი საქმიანობა, სამართალშემოქმედებითი და აღსრულების ფუნქციების განხორციელება ეფექტურად, გამჭვირვალედ და სათანადო ზედამხედველობის უზრუნველყოფით.
უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა როგორც კანონმდებლობით, ასევე სახელმწიფო და სოციალური პრაქტიკებით.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა გამონაკლისის გარეშე.
საზოგადოების ინფორმირება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. საზოგადოებრივი მხარდაჭერის ზრდა ადამიანის უფლებების ღირებულებათა მიმართ

* * ადგილები რუკაზე საორიენტაციოა და შეიძლება არ ასახავდეს ზუსტ ადგილმდებარეობას. ** წითელი - პროექტი; ყვითელი - საქმიანობა და ბენეფიციარები

გალერეა


United Nations Development Programme (UNDP)

პროექტის დეტალები
  • პრიორიტეტული სფერო:
    ინსტიტუტების გაძლიერება, სათანადო მმართველობა და უსაფრთხოება

  • რეგიონები: თბილისი

  • პროექტის ტიპი: ადგილობრივი
  • დაწყების თარიღი:
    2020-12-01

  • დასრულების თარიღი:
    2024-06-01

  • განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    United Nations Development Programme (UNDP)
  • ბიუჯეტი:
    €2 300 000
  • ევროკავშირის პროექტის ნომერი:
    418-101

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021